მენატრება
წლები მიჰქრის, თმები თეთრად დამეფიფქა, გულის რითმმაც მოიმატა ნელა-ნელა, ძლიერ მინდა განვლილი გზის გახსენება, გული მერჩის, ყველაფერი მენატრება. ბავშვობაში მეგობრებთან ჟრიამული, სიხარულით, სიყვარულით მახსენდება, გული მტკივა სინანულით, გეფიცებით, ამიტომაც ყველაფერი მენატრება. ჩემი დედის მოფერება და ნუგეში სიყვარული, დარიგება და ალერსი, დარდი მიპყრობს, მისი სახე მელანდება, დედაჩემი იცით, როგორ მენატრება. მამაჩემის ჭკვიან თვალებს, რომ ვუყურებ, ყველაფერი თვალწინ მიდგას, მელანდება, დარიგება ,სიყვარული მოფერება, იცით როგორ, იცით როგორ მენატრება. მე ვერ შევძელ, როგორც ვატყობ სათანადოდ, ჩემს მშობლებზე ალერსი და მოფერება, ხომ შემეძლო უფრო მეტი ყურადღება, განვიცდი და მიტომ ძლიერ მენატრება. ვბერდები და მეგობრები შემომაკლდა, ზოგი მიდის ,ზოგსაც აღარ ვენაღვლებით, ყველაფერი ალბათ დრომაც მოიტანა, ვეგუები მეხუჭება მეც თვალები. ზოგს დუხჭირი ცხოვრება აქვს და გაგვირბის, ჩვენთან ყოფნა უნდათ, მაგრამ ერიდებათ, მე არ მინდა მოფერება, მორიდება, , იმიტომ, რომ მათთან ყოფნა მენარტება. ძველებური პურმარილი, ქორწილები, ყანწები და დოქით ღვინო მელანდება, მოლხენა და ქეიფები, მეგობრებო, თქვენთან მინდა, თანაც ძლიერ მენატრება. კორონამაც ერთმანეთზე დაგვაშორა, მოგვანატრა მეგობრებზე მოფერება, დისტანციურ მისალმებას მიგვაჩვია, დაცვავიწყდა ერთმანეთზე მოთბუნება. გულს არ ვიტეხ, მალე წავა ეს კორონა, დაწყნარდება ქვეყანა და ჩვენი ხალხიც, ჩამოხსნიან ცნობილ აბრას კედლებიდან: მეგობრებო, ,,დარჩით სახლში, დარჩით სახლში". გავლაღდებით გავიშლებით წელში მარდად და ცხოვრებაც გაგრძელდება ძველი რითმით, ერთმანეთზე მოფერება შეგვეძლება, მენატრება, მენატრები აღარ ვიტყვით. 2020 წ. 2 ივნისი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი