ტაო-კლარჯეთი
ტაო- კლარჯეთი როგორი ლამაზი ხარ, ჩემო საქართველო, ჩემო სამშობლო და ტკბილო სანატრელო, დიდი ტაოს მტებო, გულგადანასკვულო, ჩვენო მიწავ ძველო, ეხლა დაკარგულო. როგორ ვუთხრა ამ გულს დაწყნარდიო მკერდში, ვიცი როგორ მოხდა ეს მხარე მტრის ხელში, გული მტკივა, როცა გხედავ ასეთ დღეში, თითქოს მტერი ეხლაც მახვილს გირტყამს მკერდში. მოწყენილა ტაოს, ეს ბებერი მთები, მინდა ყოველდღე ისმოდეს აქ ქართული ხმები, მთა- მთას ეფერება, როგორც ღვიძლი ძმები, ხეობაში კვნესის ქართველ გმირთა ძვლები. კვლავ ამაყად დგანან აქ ძველი ტაძრები, ,,ოშკი" , ,,დოლისყანა:", ,,იშხანი" და სხვები, ხახულის ტაძარსი ჯამე გაუხსნიათ, ამას რომ ვუყურებ, სინანულით ვკვდები. როგორ მებრალება დაკარგული მხარე, აქ აღარ ანათებს, ძველებურად მთვარე, არტანუჯს ჩამონგრევია ჯვარნაკვეთი ქვები, ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, ვზივარ, სევდით ვკვდები. როგორ მებრალები, ჩემო საქართველო, ჩემო ძელო მხარევ, ტაოვ და კლარჯეთო, კურაპალატების ფუნჯით დახატულო, ფრდებდატეხილო და გულით დაკოდილო. დიდ დავითის ხმალით მონაპოვარ მიწებს, დრესაც ამჩნევია ძმათა სისხლის კვალი, როცა გესმის ტაოს და ლარჯეთის კვნესა, ცრემლით აგევსება უმალ მნახველს თვალი. იშხანის ტაძრიდან ვუცქერ მე ღრმა ხევებს, ეკლესიის კედლებს ნაზად ვუსვამ ხელებს, კარგად ვაკვირდები ნარჩენ ფრესკთა ფერებს, ეს რა შეუქმნიათ წინაპართა ხელებს! როგორ მიკვირს ღმერთთან რა ცოდვები გგქონდა, რატომ იწყო მტერმა შენი გულს კორტნა, რატომ არ ისმინა გოდება და ხვეწნა, გაწამებულ ხალხისთვის სანუგეშოს პოვნა. აღარც აფხაზეთი, აღარც სამაჩაბლო, არც ტაო-კლარჯეთი და არც ერუშეთი, შავსეთიც დავკარგეთ, კოლა-არტაანი, მითხარ სამართალი უფალო, სად არი? მინდა, საქართველოვ შენი გამრთელება, შენს ბედიდ ვარსვლავის კვლავაც გაბრწყინება, როგორ შებძლო კუთხის გულთან შეერთება, დრო წინ მიჰქრის სწრაფად, სულ არ გველოდება უკან ვბრუნდები და გული ძლიერ მწყდება, ჩემს თავს ვეკითხები-ასე რატომ ხდება, ამ კურთხეულ მხარეს ეს რა ემართება, დალოცვილი მიწაა რომ წყალში იძირება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი