წვიმიანი ღამე მინდა
წვიმიანი ღამე მინდა, სიყვარული მწყურია. ჩემი გრძნობა ჩემსავით მარტოა და ჩუმია. წვიმიანი ღამე მინდა, წვიმა კოკისპირული. სიყვარულის განცდა მინდა, სიყვარულის ღვთიურის. წვიმიანი ღამე მინდა, სეირნობა ქუჩებში, შენი თბილი ხვევნა მინდა და შეგრძნება ტუჩებში. წვიმიანი ღამე მინდა, რომელიც არ გათენდა, წვეთი ზეცას მოსწყდა და ჩემი ლექსი დასველდა. ჩემი რითმიც დასველდა, შენზე ფიქრებს დასდევდა და როდესაც იჭერდა, წამში ლექსად გიწერდა. 11.01.20 დავით მარგიევი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი