მარტო
ზოგჯერ უბრალოდ გინდა რომ გაქრე, ზოგჯერ გინდა რომ სულ მარტო დარჩე. გინდა რომ გაქრეს ირგვლივ რაც ხდება, გინდა რომ გაქრეს რაც კი გეხება. მაგრამ როცა კი დარჩები მარტო, შენ ვერ აიტან ამ სიმარტოვეს. წამში გაჩნდება ყველაფრის ნდომა, გული დაგწყდება რომ მიგატოვეს. შეგიპყრობს შიში, რომ ეს ბოლოა, იმ ცხოვრებისა, სადაც ცხოვრობდი. სული გეწვება, ფიქრები ჩნდება, რომ ყველაფერზე მცდარად ფიქრობდი. მაგრამ ვერ შეძლებ წინასწარ მიხვდე, თუ რა იქნება ცხოვრების ბოლოს. ვერ გასჭვრეტ იმას როგორ მოკვდები და ვინ იქნება შენს გვერდით ბოლოს. ვერ გათვლი იმას, თუ რა მოხდება და ბედისწერა რასაც გიმზადებს. ყველა ნაბიჯი არისგათვლილი, ვერ შეცვლი იმას რაც უნდა მოხდეს. როცა იქნები ყველასგან ცალკე, როცა დარჩები ფიქრებთან მარტო, შენ დაფიქრდები თვალცრემლიანი და გაიფიქრებ თუ - რატომ... რატომ?! თვალწინ ჩაგივლის მთელი ცხოვრება და შენ, სევდიანს მოგენატრება. და მოგინდება იმის გაგება ეს ყველაფერი თუ რატომ ხდება. მაგრამ, ვერ შეძლებ რომ ეს გაიგო, ვერ გაიხსენებ შენ იმ ყველაფერს, რა მიზეზითაც დაგიდგა ეს დრო და რა გიქრობდა შენ სულ ყველა ფერს. როცა იქნები შენს თავთან მარტო, რომ დაფიქრდები ამ ყველაფერზე, გადაეშვები უფსკრულში მარტო, აღარ იფიქრებ აღარაფერზე. დავით მარგიევი 14.03.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი