წავიდეთ
მომეცი ხელი, წავიდეთ შორს… შევისხათ ფრთები, გავასწროთ დროს… სულს მივცეთ რაც სურს, რასაც კი გვთხოვს… გავჩერდეთ იქვე, სადაც სულ თოვს… ოცნებას ავიხდენთ, გავყვებით გზას... მომავალს შევცვლით, მოვხატავთ ცას... მთის სურნელს შევიგრძნობთ, დავთესავთ ვარდს… ვარსკვლავებს გადავთვლით, ღიმილს რომ ჰგავს… მთვარესაც გავათბობთ, გავყინავთ მზეს… აღმართს რომ შევხვდებით, გადავდგავთ მთებს… შენ თუ ჩამომრჩები, ჩაგკიდებ ხელს… ჩვენთვითონ შევიქმნით, ჩვენივე ბედს... სიყვარულს დავხტავთ, გამოწვდილ ხელს… გავკაფავთ ყოველს და გავიკვლევთ გზებს… ოცნებით ვიწყებ და ვწერ ამ ლექსს… ოცნებით მივაღწევ ძალიან ბევრს… ფიქრში ვაფერადებ მთელ სამყაროს… ამავე ფიქრში ისევ დამათოვს... ზამთარი მოდის, ისევ თოვს და თოვს... ისევ ცივა და ოცნება მათბობს… ……….. თითქოს უჩუმრად თბილ გრძნობად მათოვს ……….. ისევ გიწვდი ხელს, წავიდეთ შორს თან მომაქვს ფუნჯები, ვაჩერებ დროს… და როცა ირგვლივ შავთეთრად თოვს, შენ აფერადებ მთელ ჩემ სამყაროს… დავით მარგიევი 09.09.18
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი