მიუწვდომელი
დავდივარ ჩემთვის შავბნელ ქუჩებში, ოცნებით გკოცნი ლამაზ ტუჩებში, ქუჩას გავდივარ, დავეხეტები, თან შენზე ვფიქრობ და ვერ გეხები. შენზე ოცნებას მე მაინც არ ვწყვეტ ჩვენს შორის კავშირს ვერავინ გაწყვეტს. შენ ჩემს ფიქრებში ვერავინ წაგშლის და ამ სიხარულს ვერავინ დაშლის. სიზმარში გხედავ თითქმის ყოველთვის, ერთ სკვერში ვსხედვართ ჩვენ ორნი მხოლოდ. შემოდგომაა, ირგვლივ ქარი ჰქრის და სიცივესთან სხეულით ვომობთ. მათრობს სურნელი შენი ნაზი თმის... ხალხი გვიწოდებს საოცნებო წყვილს. თვითონ შენი თმა, ფაფუკი, გრძელი,. ყვითელი?!-თვით შემოდგომისფერი... ზურმუხტს მიგიგავს თვალები მწვანე, განა უბრალო… ხასხასა მწვანე. ტუჩები წითელი, ალუბალს მგვანდება. აი ისეთი, კოცნა რომ არ მომბეზრდება... უხილავი ხარ, მაგრამ მიყვარხარ. უხილავი ხარ, მაგრამ ლექსს გიძღვნი. შენზე ოცნებას გულში ვინახავ და რეალურად მე შენთვის ვიბრძვი... დავით მარგიევი 14.11.18
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი