ოცნება


ცაზე ვარსკვლავებს ვუყურებ,
თვალებს რომ ვხუჭავ შენ გხედავ,
ჰორიზონტს თვალს რომ ვაყოლებ
შენ გახსენებ და თან ვბედავ...

ვბედავ ვიფიქრო შენზე ამ ღამეს.
ვბედავ ფიქრებში მოგიახლოვდე.
მაგრამ შენ გავხარ გაყინულ მთვარეს,
არ შემეხოვო ოღონდ არ მთხოვდე.

ვბედავ გაკოცო, ჩაგიკრა გულში,
ვბედავ ჩაგკიდო კვლავ ხელი ხელში,
ვცდილობ გავიგო რა ხდება სულში,
რომ კაშკაშებდა ოდესღაც მკერდში 

მინდა გაჩუქო ათასი ვარდი,
რომ დაგიმტკიცო ჩემო ოცნებავ
მთელი ცხოვრებით რომ შემიყვარდი
და დაიპყარი ჩემი გონება.

მინდა მოგიძღვნა ლექსი ათასი,
თუნდაც სულ ერთი ღიმილის ფასად 
ყელზე დაგკიდო ლალი, ალმასი
და არ გაგიშვა შენ ჩემგან არსად.

მოგიძღვნი ლექსებს, გაჩუქებ ვარდებს,
შენთვის გავათევ მრავალჯერ ღამეს,
ალბათ ჩვენს ქოხთან თოვლიც კი დადებს
როცა ფანჯრიდან გავხედავთ მთვარეს.

არ მიყვარს ხშირად შენთვის დათრობა,
მაგრამ მე ამას არავინ მიშლის.
და თუ ვერ გახდი შენ რეალობა,
ჩემს ოცნებებში ვერავინ წაგშლის...


დავით მარგიევი
09.10.18

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი