მიყვარხარო


ყინვამ დაამუნჯა სხეულში სითბო…
მაგრამ სხეულმა სიცოცხლე იგრძნო...
როგორ მოხდა ეს? - რომ არ იკითხოთ,
ამ ისტორიას მე ლექსად გითხრობთ:

კვლავ ზამთარია, ისევ აცივდა.
ხეებს ფოთლები ისევ გასცვივდა.
ძარღვებში სისხლიც ცოტა გაცივდა.
უხეშმა ყინვამ სითბოს დასცინა...

ძველ ქოხსაც თოვლი ნაზად დაედო,
ბუხარში ცეცხლი რბილად აენთო,
სითეთრე ირგვლივ ყოველს დაეტყო,
ზამთარი გარეთ ცოტა გაერთო...

ერთი ბიჭუნა ქუჩის ბოლოში
ცივ ზამთარს სულაც არ უშინდება,
საჭმელს იმზადებს რაღაც კოლოფში,
სიყვარულს გულით სულ უფრთხილდება...

ზამთარი უკვე როლებში იჭრება
და ნელ-ნელა უკვე მზეც იყინება.
ბიჭუნას სითბო სულ უფრო სჭირდება,
ამ დროს ყინვაში საშიშად ბინდდება...

პატარა ბიჭუნას სითბო არ ჰყოფნის..
უკვდება ოცნება: ცხოვრება ჰქონოდა...
როცა დრო იყო იმედის დაკარგვის,
სადღაც კუთხეში გამოჩნდა გოგონა...

ირგვლივ გაბატონდა უხეში ყინვა
და მან დაამუნჯა სხეულში სითბო
და როცა გაისმა ის ერთი სიტყვა,
სხეულმა სიცოცხლე სხვაგვარად იგრძნო…


დავით მარგიევი
19.10.18

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი