მთვარ'ეული


რითმა ლექსებიდან მეპარება,
რითმა ფიქრებშია გარეული,
თითქოს სიყვარულზე მემღერება,
მაგრამ სიტყვები მაქვს არეული.

თითქოს მარტო ყოფნა მეძალება,
მაგრამ ფიქრში ვიღაც არ მშორდება.
ალბათ ღამეც თეთრად გათენდება,
ალბათ მარტოობაც განმშორდება.

თითქოს სიყვარულზე მემღერება,
თეთქოს რითმები მაქვს არეული,
უკვე ეჭვი აღარ მეპარება
ლექსი იწერება მთვარეულის.

თითქოს მუზა ისევ მომიფრინდა,
ლექსის წერა ისევ გამებედა.
უსიყვარულოდ მე აღარ მინდა,
ეს მე უკვე აღარ განმშორდება.

თითქოს მთვარეს მორცხვად ეღიმება,
თითქოს ვარსკვლავების ერიდება.
მე კი ერთ გოგოზე მეფიქრება,
ნატვრით გულიანად მეღიმება.

ზეცას მგონი ცოტა ეტირება,
მზის სხივი მთვარის ღიმილს ეფინება.
მე კი მთვარის შუქზე მეფიქრება,
მთვარეს ჩემს ლექსებზე ეღიმება.

რითმა ლექსებიდან იპარება,
ლექსი იწერება მთვარეულის,
თითქოს სიყვარულზე მემღერება,
გულში ცოტა სევდა გარეული.


დავით მარგიევი
04.06.18

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი