15.02.2016 | ***
ნისლიან ღამეს მთვარემ მომითხრო, ფოთლის შრიალით მებაასება, ხე ტოტებს იმტვრევს, რითმებს აღმიძრავს, უცხო პიესა მუზად მაწვება; სუსხის მაგივრად ვიგრძნობ შეხებას, ვცდილობ გავიცნო საფლავის მიწა, თოტზე კაცია, თავი ყულფში აქვს, გარემო გრგვინავს, ნესტის სუნია; აბორგებულა დრო სტიქიონში, თითქოს იღვიძებს, მაგრამ ჯერ ვერა, გარმოს კაწრავს, ძილბურანშია, ისე აჟრჟოლებს როგორც ცას ელვა; გული ულბება, ისევ ხურდება, მალე აღსდგება ფენიქსის სახით, ახლიდან შექმნის მძლავ დინასტიას, და მას იდუმალს, მე გავეცნობი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი