23.12.2014 | ავტო პორტრეტი
მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას, ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას, მხოლოდ შორიდან მაქებენ მწვერვალს- გრანდიოზულად მახინჯ არსებას; ქვაბულის ბოღმის ცივ ტალახებთან ბევრი ფრინველის ლეშს ვმალავ ჩუმად, ლეშის მატლებით გულ მოწამლული. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდა; როგორ სპეტაკად ჩაუსვიათ ლახვარი ჩემში ხან არქეოლოგს, ხანაც კლდის მცოცავს; როგორ სისხლიან ოფლს ღვრიან ჩემში და გაუწმენდავს მიტოვებენ მე ჩემს შინაგანს; მე ვარ ზღვის პირას არსებული კლდე მარტო სული, რომლის ზედაპირს ამშვენიდეს მწვანე მინდორი, რომლის შიგნიდან ნეშომპალით გამოტენილი ისევ და ისევ ახალ სტუმარს მომიყვანს დრონი; ზოგი მთა არის, რომ ვერ იპყრობენ, ზოგიც პატარა, მწვანე ბორცვია, მხოლოდ მე დავრჩი, უძლური მონა, არემარესთან ჯაჭვი მაბია; ხან ჩიტი მინდა ვყოფილიყავი- დიდი სისწრაფით დავეცე მიწას, ხანაც მგოსანი, ზღვის მუსიკაზე, ტალღის რიტმზე რომ მემღერა ცოტა; როდესაც ზღვიდან დაინახავთ კლდეში დიდ ქვაბულს, როცა მოგინდეთ მასში შესვლა, მაგრამ ვერ ბედავთ, წერაქვით ნუ სთხრით მისადგომელს ქვაბულისათვის, რომ საძირკველმა არ დაგფაროდ ან არ დაგმარხოთ; მე ვარ პოეტი, გარემოს ავღწერ, კლდის წვერის ღრმულში დავიდე ბინა, მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას, ვერავინ მამჩნევს, ვინც ახლოს მიდგას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი