05.10.2022 | ***
პირველად, როცა შევნიშნე მარტო, ფირუზისფერი პეპლები ესხდნენ; ხელით შევეხე და ცივი იყო, ალბათ სუსხისგან, მაშინ ვიფიქრე; . სითბოს მიღვრიდა მთლიან სხეულში, მაგრამ შორიდან იმედიანი, მაიმედებდა, ძალას მაძლევდა, მისი პეპლები ჩემში ფრინავდა; . ჯერ იცინოდა, მერე ტიროდა, ჯერ მიღიმოდა, მერე მგლოვობდა, თან თამაშობდა, დაცანცარებდა, უცბათ კი შერცხვა და გამებუტა; . მე ის დამაკლდა, უწესო წესი. ის რაც ყოველთვის მინდოდა მექნა! დავემშვიდობე, გამოვეთხოვე, მაგრამ პირღიას დორბლი მსდიოდა; . ვინანე ნახვა, თითის შეხება, რადგან ეს გრძნობა ღრმად დამარხული გამოვაღვიძე, ვაღიზიანე და დავრჩი მარტო, ტრაგედიული; . მოვიწადინე ისევ მენახა, ვერ გავუძელი უმისოდ ყოფნას, ახლოს მივედი, მეტად შევეხე, და ჩავიძირე მასში მთლიანად; . ის რბილი იყო, ფაფუკი, თბილი, მინდოდა მასში დარჩენა სრულად, შემდეგ მე გავხმი და გავიყინე, ვერ ვახერხებდი გალღობას უმალ; . ისიც მთლიანად მსუსხავი გახდა, და ეკლიანად დამიწყო კოცნა, ხან მე ვუმტვრევდი ეკლებს და წვეტებს, ხან ის მამტვრევდა ყინულის დეზებს; . ხან მე ვყინავდი, ხან ის მხრუკავდა, ორომტრიალის ბუღი გვდიოდა, ქარბორბალის და მაგმის ნაზავით, ყველა მოვთხვარეთ, ჩვენც დავიჭერით; . ბევრგან წავედი, ბევრს დავეჯახე, ბევრ სირბილეში ვეცადე შესვლა, მაგრამ ისეთი არსად არ იყო და გული ჩემი სულ მისკენ ძგერდა; . ბოლოს გავქვავდი მცხუნვარ ადგილას, ძალით ვიშორე სიცივე ყველგან, შიშმა შემიპყრო, აბჯარი არ მაქვს, სუხზმა უხეშმა ცილი დამწამა; . თვითონ მოვიდა ნაზი პეპელა, ჩემზე სუსტია მაგრამ ძლიერი, თან შემახსენა რბილი შეგრძნება, და ისევ თბილად მიმიღო გულში; . დღეს მე ვნანიობ როცა ვატკინე, როდესაც ფრთების გლეჯა დავუწყე, როცა ყინულის მტვერს ვაყლაპავდი, როცა მის სითბოს ცივით ვაქრობდი; . ის მაპატიებს, მე კი თავს ვერა, დავაზიანე, დავსერე ყველგან, მაინც შემინდობს და მომიტევებს, მე თავ ჩაქინდრულს ეს ლექსი დამრაჩა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი