ქურდბაცაცა ბაჭია
ყურებცქვიტა, ბაცაცა, ჭკუამოკლე ბაჭიას შეხეთ, ერთი რასა ჰგავს, სახე დაუმანჭია! თურმე, წუხელ ბოსტანში შეიპარა მალულად, გადაჭამა სტფილო, პირი ჩაიტკბარუნა. მაგრამ, მოულოდნელად, პილპილს წაწყვეტებია, ქურდობისთვის ისჯები! - აქოთქოთდა ბებია. ამ დღის შემდეგ, ბებიკოს ბოსტანს მტერი არა ჰყავს, ქურდი ბაჭის ამბავი, ჩვენში დადის არაკად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი