თოვლის ბაბუა
თეთრი ფიფქით მოლრთულა, ირგვლივ მთა და ველი, საახალწლო ნაძვის ხესთან ვიცინით და ვმღერით! გვჯერა თოვლის ბაბუა, მოფრინდება ღამით, თვალი მაინც რომ მოვკრათ, არ ჩერდება წამით. საჩუქრებით ახარებს დედამიწის ბავშვებს, აბა, სადა სცალია, რომ ჩვენთანაც დარჩეს?! გავიღვიძებთ, ნანატრი, ოცნენბები ხდება, ნაძვს ხესთან უამრავი საჩუქარი გვხვდება... -თუ იქნებით ბეჯითნი, კეთილნი და ზრდილნი, თოვლის ბაბუს საჩუქარს აღმოაჩენთ დილით! -სულ ფრიადზე ვისწავლით, შეგისრულებთ თხოვნას თორემ, თოვლის ბაბუა დედი, აღარ მოვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
მაგარია!