არ ვიცი


არ ვიცი რისთვის, 
არ ვიცი რატომ 
გრძელდება ჟამი
 ობლად ხეტების. 
ქვაფენილს ხმებზე 
აკვდება დილა,
 ასე უეცრად შემოხეტების. 

გითხარი, მოვკვდი 
გნახე წარსულში, 
როგორც ჩარჩოში
 სურათი ძველი. 

წვიმამ საკენკი 
აკენკა ფიქრში -
 ამ დიალოგში
 შეუხებელი. 

რაც იყო, გაქრა! 
შემოდის ახლა 
ნაცვალსახელი 
გაურკვეველი. 

დღეების ქროლვას 
ხანძრები მოქვს, 
გზა შემოდგომის
 და ჩანავლების. 
ედემის კართან
 სდგას ანგელოზი, 
ორპირლესული 
ხმლების კვესებით. 

მივედი ბჭესთან 
დაგვიანებით, 
რომ ვიყო ისევ 
- შეუმჩნეველი.
06.09.2018
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი