ფურცელი
მე მინდოდა ვინმესთან ლაპარაკი და ეს ვინმე ფურცელი აღმოჩნდა. სულ არაფერი ყოფილა დასამალი, მაგრამ მზეშემოსილმა მთვარემ მომიცვა. გავდა ნაწერი თოვლიან გზებს, ნაბიჯებს ფიფქი დღემ მოჰფინა. დადნება, დაიხევა და აი დარდი, მთებში დავიკარგები, მიუვალში მაინც მოვიკლავ ხვაშიადს. ლოგინში ხომ არ ვეგდე, მწვირიანში-ბარგი ხომ დავდიოდი შორიახლ. ვისწავლე მდუმრიად ლაპარაკი და ფურცლებს მოგიტან ლაქიანს. ზოგისთვის ლექსი არის და ზოგისათვის ვეფხის ტყავი, ნუ იფენ ფეხის ტილოდ , თორემ იმ სოფლად გაგიყვანს. სარკეში ჩახედვას შევიზარებ, დაგიწერ ლექსს და ცრემლებით მოვკირწყლავ. შენ გაიგონე ჩემი დარდის, ანდა ზენათაგან როგორ ბარდნის და ფურცელს ავსებს ნაბიჯები, თოვლიანს. 22.01.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)