ასომთავრული მისტიკა


(ან)-ი ნა,
ნანა, ნანინა-
აკვნისას ვიტყვი
ნანას
და
ყრმა მთვარეს,
შობილს,
ჩავიკრავ!

(ან)-ი-ნა
ნანა, შობილო
მზისა -წილ,
ღამეს ტკბობილო.
ნათელო, უკუნითაგან
უკუნისამდე ყოფილო.

(ან)ი ხარ!
ხმობა წურწუმში
მზისა (წილ),
(ძილ)-ი მთვარისა....
პირველითგანი სიტყვაი
წერილობითი თავისა.

(დონ) გაიფანტა ყოველი,
წლითი წლად
მზის სხივ მთხოველი
ბორბალი,
მზის ეტლს შემდგარი
ბორჯღალი, დაუდგრომელი!

ა -(დონ )-ა-ი-
გიხმობ წლითი -წლად
მიწის ხვნის, პურის მკის,
ძაფის რთვის გამომგონები.
წურწუმზე სხივი აჭიდე
ჟამთა სვლის გადამზომელი.


(თან) წარიტანე
თვალთა მზე,
ზეკაბან გამომხმობელი,
თვალის (ჩინ)
ცის კარს იძიე
ცხრა დასი ზესკნელთ მფლობელი.

(ხარ)....დროთა
მზიდი ურმის თვალ
ბორჯღალიანი ქორებით.
(ხარ)..მან გააპო მიწაი,
ყოველგან ყოვლის მშობელი.

(ხარ)-მან აზიდა მზის დისკო,
ცხრა ცათა ცხრაჯერ მომვლელი.
(ხარ) -ან არ (ხარ)
იცოდე, უფალთან,
მარადისობის მფლობელი!

(ჯან) მრთელი გყავდეს
მარადის (ან )-ითგან
ნანის მომსმენი
(ჯან)-ია
(ანი) (ბან)-ითგან
წერ- აქვით
გამომხმობელი.

(ჯან)-მან ქმნა
ყოვლი ყოველგან
ჯვრის მადლის
ჯვრამდე მფლობელი.


       2023.01.15

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი