ოქტომბერი
დღე იყო ჩავარდნილიკლავიშივით და ღამე იმაზე უარესი, მეგონა, სადღაც ისევ დამიცდიდი სულში შენაგუბი ჩასუნთქვებით. სიგარეტის კვამლს თვალების წვა სცოდნია, არასწორი მოკიდებით, ფოთლები ხეებს სცვივათ და ამ ზამთრის პირს, ალბათ ჩავწვები და გავცივდები. მერე სიცხიანი სიზმრისაგან დაღლილი, არაფრისგან შევიშლები, ვიქნებით საცოდავნი, მოწყინებით, მედუზები სანაპიროზე დაშლილები. მანქანის ფარები ვიტრინებზე ჩაცურდება და წვიმიან გზებს ვაკვირდები, კატის კნუტივით გალოკილებს, სულერთია საით გავუყვებით. მე შენ გთხოვ: ამ ტკივილებს ამარიდე, ამიწიე ეს სპეტაკი ზამთრის ქობა, ..... არ მინდა შენზე ვიყო აწყობილი, როგორც ვიოლინოს საკვირველი ხმობა. მე ჩემი მელოდია მენატრება და მღვრიე ზღვებში ჩაყვინთვები. მუშაობენ ყველანი გაყიდვებზე--ვიტრინები, ფარები და გზების გროვა. დღე არის ჩავარდნილი კლავიშივით და ღამე იმაზე უარესი! ეს ქალაქი ისე აღიქმება გაყიდვები-- - მუსიკა, მანქანა და ბოღმა. 20.10.2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)