მჭირდები
მთვარით დაკემსილი დღეა, ცივა მიტოვებულ სახლში. როგორც მიგდებული ჩუსტი, გამოდებული კარში, მ ჭ ი რ დ ე ბ ი, მაგრამ არ ხარ წაგიღეს წლებმა მაშინ, როცა დაიზლაზნებოდა კატა რიკულებიან ბანში.. მწიფე ყურძნების მტევნებს ეხუტებოდა ვაზი... მე შეშინებული გისმენ. თვალს ვეღარ გიყრი თვალში; მეგონა ბრძნობდი, თუმცა წვიმას მიყვებოდი ტაქტში. მუდამ დანაშაულია ჩემი, მუდამ შეუნდობლა ბარდნის. ჩამოიზლაზნა დილა, მთვარიდან ისე ცივად. რა გადაიტანს, ნეტავ, ყოველდღიურობის ფიცარს? მეყოფოდი ვფიქრობდი მუდამ, შენ კი აღმოჩდი უკან!გრძელდება ცხოვრება თურმე სიკვდილი ყოფილა ხურდა. ჭრიჭინა ნაბიჯებს გაუკვალავ თოვლში, ზამთარი აცაბაცად მიჰყავთ. მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი, მაგრამ არა, წარსული განგოზილი მიყვარს! 20.02.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)