მიწა


ვიდრე პირი მიყო
შავმა მიწამ,
ვიდრე დამიტირეს 
ქარაფებმა, 
სანამ ხორცი არის
თეთრი ძვლების 
საფარ, 
წუთისოფლს წმინდად
შერჩენილთა
მოვიძიებ საყდარს!

რატომ მოვაცდინე ჟამი 
განთხზვით 
ყორნისფერი თმების,
თუკი
უნდა წაეშალა ჩემს თმას
 წმ.ფეხზე კვალი
ნელსაცხებლის?!

თუმცა
დუმილია იქით,
შეუვალი ჭაობივით უძვრელ ,
ვით ვეშაპის ფაშვი,
იონას რომ უძლებს!
მაინც 
ლოცვის ჩაუქრობელ
ცეცხლს ვდევ
გასამჭვარტლად
სახის,
ვინძლო, აგერიო ომში 
მომხდურების ჯაჭვში!

ბეწვის ხიდზე,
წუთისოფლის ჟამის
აქეთ-იქით, 
ცხრაცკლიტურს ჰყავს, 
ჩარაზული ცანი ცხრანი!

ვიდრე პირი მიყო
შავმა მიწამ,
ვიდრე დამიტირეს 
ქარაფებმა,
შეკაზმულ არს
შავი ტაიჭი და 
ბეწვის ხიდზე გასავლელად
წუთის დარჩენილა წამი.

02.02.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი