მეგობრობა
მაგარი მეგობრობა გცოდნიათ, ძმანო! მეც თქვენი ძმადნაფიცი მინდა, რომ ვიყვე. ჭიუხს შეფარული ნისლების ნადევნ მთებზე მიმობნეულ ბილიკებს მივყვე. სიყვარულს გავერინდე, საკინძე ამწყდა, მერე დავეფერე მიდევნილ ნადირს, სიკვდილ დანაპირებ სიყვარულს ჰგავდა, ანდა ძერის გატყორცნილ აჩრდილს. თუკი გუდანის ჯვარს მივუყვანთ საკლავს, ვინძლო, თქვენ გულს-წილ ოდესმე ვიყვე. არ კი საამქვეყნო მქონია გარჯა -- სამარადჟამოდ მაგ ლაშქრს მიყმეთ. რაღაც დანამდვილებ გრძნობათა საფარ _ გული ვერ პოულობს განაზომ სიტყვებს. უკვე ყველაფერი გამხდარა საღარ, ზურგსუკან ნამიზნებიც სიყვარულს იტევს. თუკი გამითავდა ბილიკი ამ ღამ, ვიცი უნდა ვიყვე, მაგრამ აღარ, ნისლი წამახურეთ მაგ მაღალ მთათა ნისლი - გაუვალი და გულში ნაკრავ. 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)