შავლეგო
გადაიბელა მზის სხივით ღამე , მე არ მელიან სადაც ვბრუნდები, შენ დამიძახე ოდეს ქარებმა . დახშულ კარებთან იღრძეს მუხლები. ხშული ჭიშკარი ბოქლომის ღრჭიალს, მოთქმით ხვდებოდა შუბლატკიებით. და შიშთა თარეშს მიჰქონდათ წლები, ქვებზე შეხტომით ჯერ შეუძვრელი. ღამეა ზამთრის. თოვლიან ქუჩებს ჩაუბღუჯიათ თეთრი ფურცლები. გახსენი ბაგე, ძოწისფერ დუმილს შემოეჭამე როგორც ნუგეში. აფთრისებრ ყინვებს, ხიდი სქვეშ მწოლი, მდინარე მიჰყავთ სადღაც ნადავლად. ჩამოწუწული სისხლი წვეთებად, ამ თოვლის ქარში უკვე აღრც სჩანს. შავლეგო, შენი ჩოხისა რა ვთქვა, როცა ყაწიმზეც მომწყვეტ არაქათს. ეს დატირება, მგონია, მე ვთქვი, შენ ტკბილად ირგებ ტაძრად აღმართვას. თოვლია, შავი ჩოხის ნაფერთალს+ თითქოს თეთრ მკერდზე ვინმე ჩაგაცვამს. ყაწიმზე ვტირი, თორემ ამ ფიქრში შენ ჩემი სწორი უკვე გამხდარხარ! 09.01.2022წ ბორჯომი. კიმოთეს უბნის ეკლესია, სადაც განისვენებს წმ. შალვა ახალციხელი- შავლეგო,ამ ტაძრის ქტიტორი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)