ამინდს წვიმიანს


შემღვრეულ ღვინიანს ამინდს წვიმიანს... წარსულში აბურდულ ამბებზე ფიქრიანს,
 პატარა ფინია 
ფეხის ტილოზე 
თვალს ჭყეტს ძილიანს 

ჩავარდნილ სათლსა ჰგავს კითხვები მთავარი 
და რომ არ მიგვყვება 
იქით საგზალი
 და რომ სიყვარულს, რომელიც არ არის, 
ვუშენეთ საყდარი
 ქვიშაზე ნაგავით. 
ვაგზლის საათზე ისრების აცდენას 
ახლა ბრალდება ჩვენი არ შეყრა.
წვიმა ცრის იმდენ ხანს, 
რომ ეჭვით მთავრდება, ვაგრძელებთ სიყვარულს, 
თუ ისიც მყაყდება. 
არყოფნის ლოდინის 
უტაქტო ჩარევას 
წვიმები აკენკავს 
სევდით თავხედად. 
ნისლების აშუღი 
ფიანდაზს გააფენს, 
ვაშლის ყვავილით
 უსაგნო ლაყაფით 
ეძიე მთავარი
 ყოფაში განყოფის დაუფარავის. 

ამინდს წვიმიანს, შემღვრეულ ღვინიანს, შესვავ და ირკვევა
 აღარსად გიცდიან...
06.04.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი