თავისუფლება


ვიღაცას ეგონა, 
მიყვარდა ძალიან,
 ვიღაცას ეგონა, 
ვტიროდი ლექსებით.
ჩემს ლექსებს მთებივით აწყდება ქარები სიმარტოვისგან შეხსნილი კარებით. 
მწვერვალი ვერ იტევს 
სიცოცხლეს თავისთან, 
თოვლივით შეიტკბო გზები ამსვლელის. 
ჩემს ლექსთა მთებს 
ქარების სიმართლე ატყვია, და სიმარტოვეზე მწვერვალი განცდები. 
ერთი კურცხალიც აღარ მაქვს ნამდვილი, აქედან ცრემლების ტბებს როცა გავცქერი.
 მთების წვერზეა პირიმზე ნაზი და ასევე არწივი ნადირზე  ნაგეში; 
ვდგევარ ჩემთვის და არ ვიცი საიდან,
მაგრამ გავიგე, რაცა მაქვს სათქმელი, 
მერე ყველაფერს, დაწყებულს თავიდან, მივატოვებ და თავს ვშველი გაქცევით. 
ცრემლის ზღვასაც აქვს თავისი ზღვარი და 
მზე ნატყვიარიდან სისხლივით ნაფეთქი.
თავისუფლება ისე მოდიდდა,
ახლა მიშველის მარტო გამჩენი.
მწვერვალზე ვდგევარ და მარტო ვარ ნამდვილად, სიმარტოვეზე არწივად ნაგეში. 
უკვე ქარებმა წამიღეს თავისთან მაჩუქეს ფრთები და ვიპოვე სათქმელი.
 თავისუფლება ისე დიდია, მზე ნატყვიარიდან სისხლივით ნახეთქი.
                                        
 10.10.2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი