იმშვიდე
და ნათელ მთვარეს
ჩაკეცილ გვერდად,
გაუხედნავი
ეს გული გაჰყვა .
იყავი ბევრი,
იმაზე ბევრი,
რომ დასაძირად
სიპ ქვებსა ჰგავხარ .
მიყვარს ზამთარი -
თოვლით უვსები
და წარუშლელი
გვერდების დასტა.
გეპაექრები
მხოლიდ ფიქრებში !
ხაბაზის დასვრილ
წინსაფრის მსგავსად-
თოვლია მთებში
ქალაქს ტალახი
ჩამოეწუწა უმზეო დარდად.
და დაიფერფლა
ესე ცხოვრება
ჩაუქრობელი
სიგარის მსგავსად .
ჩაკეცილ გვერდზე
დახურეს მთვარე,
წაუკითხავი,
სასთუმლის თავთან.
იმშვიდე,ახლა,
თოვლმა მთებიდან
შემოანათა
მემაწვნის ბარგად.
12.12.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)