ურაკპარაკი


მზე გაძვრა ხვრელში ღამის, 

აეცვა მძივი ძაფით მსხვილით, 
დღეს -დღე მიჰყვა კიდევ ერთი, 
დავიწყების ფრთებით, 

იქნება ღამის შავი გიშრის გვერდით,
 სიკვდილმოსილი სუდარის  ქვეშით.


მხოლოდშობილი გავიდა ჟამი,
 მზე ჩავიდა და ღამის ჩადრქვეშ აღმოსავლურად იღიმის მთვარე.
 ვხედავდი თვალებს და თვალწინ მედგა ბაგე--მთვარით განპობილა ღამე. 
ღამის მსხვილი ძაფით ჭრელი დღეების ეცმევა მძივი,
 სიკვდილის კართან მდგარო ვაჭარო,
 გარდმიხდი რა ფასს?!
ახლა გავალ ურაკპარაკს, დაგეძებ, რომ ვერ გიპოვო, თან მდევს წკარუნი თვლების ჭრელის, 
ვარ ბოშა ქალი, მხოლოდ დარდით და 
ვნებით,
 არ ვიცი, საით მიდის ჟამი, უღრმესი კალაპოტით ღამის. და სად თავდება ცხოვრების ხაზი. 
ისე  კი მაინც დავალ ურაკპარაკს და ვბედავ ლაპარაკს, ურცხვს და ხმამაღალს, გეტყვი მომავალს, 
ტყუილ-მართალს, და ცხოვრებაც გავა!

როგორი დამცინავი ღიმილით მწარედ, 
წონის წამებს მთვარე!
                                 
 1996.04

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი