ზედმეტობა
არ მიყვარს, როცა სიტყვებს არჩევ, როცა ფქვილივით იფანტება ფიქრი, გადამწონის ზედმეტობა ახლა. სჯობს ზამთრის ბუხარს შეუკეთო ფიჩხი! ვბორიალობდი ჩემთვის, როგორც უამინდობის განცდა.... გეგმების გადატენილი თოფი საფეთქელთან მიგიტანია რახან, ნისლივით განუჭვრეტად ყოფნას მირჩევნია, რა თქმა უნდა, წასვლა! გატყავებულან მთები, მუცლად მყოფები ზამთრად. მერიდე! ვერ გაუძლებ ვიცი, ჩემს მოურიდებელ ნატვრას. მიჯაგლაგებული ჟამი მიბმულა დაცარიელებულ სახლთან. საათი აწკარუნებს ისრებს, იწყება დროით უმოწყალო დაღლა. აჭრიალებს ქარი სასაფლაოს ჭიშკარს და კუბოს სხვისას ყლაპავს. 03.12.2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)