ყინწვისის ანგელოზი
აღდგომის ანგელოზი იჯდა ფეხმორთხმული, თითით სახვევებზე ჰქონდა მითითება. ფრთებით აწკეპილი, გონით სახიერი, ფერთა ლაჟვარდებში თოლთა გაღვიძებად. ქარმა შროშანები, ცისფერ ფრთებიანი, თითქო გაბრიელის ხელში აღტაცებად, ფრთებში მიქაელის ქარით შემოანთო და ფრესკის კიდეებში ფრთებმა გაიელვა . ესე ლაჟვარდული ფერი, სახიერი, ელვის დაცემაა გულის გაჩერებად . აღსდგა უფალიო! ტილო ცარიელი, ტილო ცრემლიანი, თოლთა დამშვიდებად იყოს, ისე ოღონდ ნუღა იტირებთ და ნუღა მოიგონებთ მიზეზს გაცილებად! 22.04.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)