იუნკერები


ტაბელს ატრიალებს
 ისევ ნოემბერი, 
ისევ შეჩვეული 
ცივი ქარებია.
 ისევ ვერ ისვენებს, 
გენი საკვირველი
 სისხლის წყურვილისკენ უხმოობს გეენია! 
რევოლუციების ისმის ყიჟინები, 
იქ დგას პარლამენტი, 
სადაც ტაძარია. 
ვერა ვერ ისვენებს სისხლი გამყიდველი 
უნდა უპატაკოს 
რომ ზედ ალამია. 
უკვე წითელი და უკვე სისხლიანი 
ჭინკებს თარიღები
 თურმე არევიათ
.... იყო გაყიდვები 
ოდეს საკვირველი, გამეორებები 
უკვე წყეულია.!
 ჭინკებს რუპორებით
 ხმები ალესვიათ, 
ლოზუნგ-მოწოდებას 
აზრი მოკლებია, 
ყველა თემა ღირს
და ყველა თემა ვარგა. ხალხი ერთმანეთს ხომ უკვე წასევია!
დაქრის ნოემბერი 
ყვითელ ფოთლებს ეძებს, მზის მკლავს ჩამოყრდნობილთ
 ცუდად დაერია.

და ეს პოლიტიკა
 - ეშმა აბსურდების, 
მხოლოდ გაყიდვების დიდი თამაშია!
 ლეში რომ არ არის 
ალბათ საქართველო
 მშიერ ტურებივით
 მიტომ გაჰკივიან.
ტელე ახალ ამბებს 
ხმა აქვს ჩაწეული, 
არაფერი ხდება
 მხოლოდ არქივია. 
თვეა აღებული რევოლუციისთვისყინვის კბილჩაკრული თურმე ნოემბერი. 
ყველა მართალია
 ვინც დგას პარლამენტთან „გამტყუნებულები“
მარტო იუნკერები!

18.11.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი