ყორნისფერი ტრამალები
ცაზეა ნემსი მთვარე, რძისფერ გზის დამხატავი. ყორნისფერ ტრამალებზე სულ გახდა ხელნაკრვი. უცდომელ ნაბიჯებზე მოზომილ ცხოვრებაზე, ამბობდნენ ცდომილები კომეტის ჩამოვარდნებს. ამ მთვარით გამოფატრულ ღამეს აქვს გლოვის სუნი, საფლავ თუ გავიხადე მაყვლოვანს მიკარგული, ნამს მოიკიდებს ბალახი დილისაკენ, რიჟ -რაჟობს ღამის კიდე, რომ დაწვან ხვაშიადზე! მზის კოცნის აალებით აანთე კოცონი და მთის წვერზე გადადენე ცხვრის ფარა-ხასიათზე ურწყულად მოარული. ძეძვიან ბილიკებით სიყვარულ დაითვალე ნეკნების ამორთმევით. იქ, სადმე, ააკვნესე სალამურ მოტირალზე, ეგების მოაღწიოს დღემ სახლში დაბრუნების. ჟამია მოჟამული, ხმელ პურის გაფიცხების, უნანავ ყმისა აკვნს თავ შვენის დავიწყებით. 19.02.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)