მოსალოცი
ჭირი-იქა, ლხინი-აქა, წელიწადი გაქრა სადღაც. დიდ ქვაბში არ ეტეოდა პატარაში ჩაიკარგა. ხელი ჩავყავ, მოვიძიე, ნაცარ იყო, ვქექე რათა ?! დრო მოგვეცა კიდევ ცოტა, ბევრი მგონი გაგვივლია. დევებს კისრად მოსჯდომოდეთ საზეპურო პატიჟია! ჭირნი ქატოდ დაგეფქვათ და ლხინის იფქლით იხაბაზეთ. მერე უფლის სატრაპეზოს თავის ჟამზე შეჰღაღადეთ. ქატო- იქეთ, ფქვილი- აქეთ და იმათგან იხარაჯეთ; ასფურცელა ზღაპარს ვყვები უფლის კალმის მონახაზზე. წელი ესე მშვიდობაში გქონოდეთ და გაიხარეთ. ჭირი- იქა, ლხინი- აქა ქატო აქრეთ, ფქვილი ჰმატეთ! ობოლი და მათხოვარი შეინდეთ და შეიყვარეთ; საუფლოა სერი ესე- წელი წელზე იქეთ- აქეთ. 01.01.2022
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)