ნაბოლარა
მთვარის ტაფაზე შიშხინებს ღამე, ღამე, ზაფხულის ცხელ დღეს რომ მოჰყვა. მერე ვარსკვლავმა დასვა წერტილი, სადაც იმედი კაეშანს გრძნობდა. და არაფრისთვის ვრჩები აცრილი, რომ ფუღუროში ბუსავით ყოფნას ერქვას ცხოვრება, რაც გრძნობას მოჰყვა. გადავრჩებოდე ამ ღამის დუმილს და შხამიანი სოკოთი მოწყვლას! არის წვრილობი ყოფნა - არყოფნის - მთვარის ღიობთან სხივებზე ბოდვა. შხამი სოკოსი, ნაჭამი ღამით - ვარსკვლავიანი ზეცის დალპობა. და შეცდომილი მიმოდის ჟამი, მარადისობის ჩრდილებით მორთვა. ბალახებს გზების აცვიათ კაბა, შავნაკვთიანი და საფლავები მიმოაქვთ დარდად. და შხამა სოკოს დარია, მართლაც, ახლა ვარსკვლავით წერტილის დასმა. ღამის მდგმურებმა შიშის ხმობაზე, მთვარის ღიობიც დავგმანეთ მყარად. ტყდომანი ცათა ამ ღამეს ვნახე, ეს ვარსკვლავები სოკოებს ჰგავდა. ცხელი ზაფხულის შიშხინებს ღამე, მყოფი მოგვერდზე, კაეშნის მსგავსად. ბალახებს ეცვათ გზებიდან ქმნილი, შავნაკვთიანი ფრიალა კაბა. 16.08.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)