ქლამინდი


ფითრი ყვავილების,
ნაზი ნათრთვილები,
ბალახში ჩაკარგული გზა,
სიო ნაფერები,
მზეში გახელებით
გაზაფხულის მონარნარე ხმა.


მუხლებმოთიბული,
ხელებმოწყვეტილი,
დაეპობა დაეკარგება სხვას.
დაღლილ ტკივილებს
კვნესად მივიღებ,
შევყეფ უსასრულობის კარს.


კი არ მიმოვალ,
ნაზი ჩრდილო ვარ,
უჩუმრად ვეზიდები ტანს,
ღრუბლად ვშობილვარ,
ცრემლებს მოვწყვიტავ,
მზეს შევებმები კვალს.


ცრემლებს მოვზიდავ,
დღეებს მოვკინწლავ,

ვაყენებ გუბეებს შავს.
დავეცეცები 
ყველგან ჩრდილოვნად,
ალერსს დავატარებ თან.


კუნჭულ - კუთხეებში,
მერცხლის ბუდეებში,
კვლავ გაზაფხული დგას.
და ღამე მერცხალივით შავი,
მოსული უცხო მხარით,
მთვარეს მერცხლის 
ბუდედ თხზავს.


მზეში კი სისხლი იმდენია,
რომ მისი ქლამინდი
ალივით წითელია,
ცრემლი დამშრობია,
ცრემლი გამხმობია
და მის კარზე 
თეთრად მივგდებივარ.


ველურ ყვავილთა
 თივად მივბნევივარ,
ცეცხლს ცეცხლად 
მივგზნებივარ,
ალს თესლად ვდებივარ,
მიწას კი ოდესღაც
ჩრდილოდ ვწვევივარ,
ღრუბლად ვშობილვარ ჩანს.


უსასრულობაში დღეები
წითელქლამინდიან 
სხეულით მიდიან,
ღამე მთვარის ბუდეს თხზავს,
დილით ლანდი ვარ
ღრუბლის კაბიდან,
ყვავილს არ ვუმძიმებ თავს.


ღამეში ჩავდნები,

ღამეში ჩავტკბები,
გადავამეტებ აზრს.
თეთრი ყვავილების
ნაზი ნათრთვილები
აი, გაზაფხულის გზა.


წითელქლამინდიან
სხეულით მიდიან
უსასრულობას კვლავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი