არყიანი საფენები
ამინდია - დასალევი არყის ჭიქა, საქმეები გაულევლად მოძალებით. ყველაფერზე წუწუნს რომ ვარ მიჩვეული, შევიქმენი უკვე ალბათ გაუძლები. როგორც თოვლი მსუბუქი და მოფარფატე. ტოტებზეა მიწისპირზე ჩამოზნექით, პირობები, მოცემული სიხარულით. დარღვეულან შეუჩვევნი, შეუხებნი. თავისთავად მიმავალი წლების გროვებს. ძველ თოვლივით მიეხატა არშიები, როგორ თეთრად, როგორ წმინდად შემეფეთე, მერე ჭუჭყმა გამოჭიმა აღვირები. თოვლი-თეთრად მიგროვილი გზების კიდეს, მხოლოდ ბავშვებს ახსენდებათ თამაშისას. მანამ იყო ზეციური გალობები, წკრიალებდნენ ზარებივით ყოვლადწმინდას.. მიწას ქონდა მორღვეული ჰორიზონტი, ზეცა ტოტებს დახუნძლულებს თოვლით ფენდა. ყველაფარზე მეტად მიყვარს უმზეობა, დილის პირას ზეცის თოვლით გაბუტვები. -როგორ მინდა შეგეფეთო, სადმე უცებ, იყოს თუნდაც გაუცემი პასუხები. თოვლი დნება, სახლებიდან წვეთავს წვიმა. ტალახს მიჰყავს დაგეგმილი აღლუმები. სადღაც გულთან შეგუბულმა დარდმა მითხრა: გათავდაო საზეიმო საკენკები. ცემენტისფრად ზამთრის ზეცა ჩამოშვავდა... ლავასავით მოდინდება საცობები. ქალაქია დაკუჭული მოსროლილი ბარათი და თოვლის მოსვლას ტირილივით ველოდები... თოვლი ალბათ ზღაპარია მოპარული, ღამის ბაღში დაკრეფილი ვარსკვლავები. ბოდვასავით იწყებს თოვლი მიმორწევას, სულერთია მერე უკვე დაღუპვები.. მიმოწმინდა ყველაფერი უცებ თოვლმა, აკვანშია ეს სამყარო გადარწევით. ყველა კითხვის უცებ ისმის პასუხი და ვეღარ ვრჩებით ვეღარასდროს უცხოები. ზეთის ხილის ტოტებს ამტვრევს თოვლი; დღეებია ამ ტოტების შეხორცების. მე კი მინდა - თოვლიანი ალიონი; ფანჯრის რაფა ბეღურების სამკაპებში; ბუხრის დუდღუნს ვუსმინო და შუბლზე მქონდეს არყიანი საფენები. 02.01.2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)