დატირება
დაიწყო დასასრული თითქმის უნებლიედ - ზამთრის მინაჩვევზე მყინავს გაკვირვება! უკვე დავიკარგე სადღაც უსიერში ახლა ისეთი მაქვს გულში გაციება. აღარც პოვნის ვითხოვ აღარც მიმიძახილს ახლა მინდა მარტო დატირება! ვიცი სადღაც მთაში მარტო საყდარია - ქარნი იმ საყდარში ლოცვად მიმოდიან ვიცი იმ ქრებში არის ჩემი ქარიც, ძაძა აცვია და ცრემლით სავსე კალთით სანთლებს დაუყვება სუნთქვას ამოაცლის. მინდა იმ საყდარში სანთლის ჩამონაღვენთს თითებს ვაყოლებდე - ხელში მაკვდებოდეს მათი გაციება! ლოცვებს ვიძახოდე სიტყვებ ამონაგლეჯს. და ყელშიგაჩხერილ ბურთს აღარ მაგონებდე . ვატყობ ვერ ვეჩვევი „მაინც დანაკარგებს თითქო ნაბიჭევი საღმრთო სერობიდან მიმოფანტული ვარ მიმოკარგული ვარ! სადღაც უსიერში ალბათ საყდარია, ყველა დაკარგულებს იქით ეძახიან. 2014 მარტი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)