ია


თოვლის ბრჭყალებით 
მთები უჭირავს ზამთარს,
მჭირს უშენობა
ნატკეპნი გზების დარად.

მოვა წვიმა და 
ვარღვევ ბუხართან წინდას.
გინდა, არ გინდა,
მერცხლის ჭყიპინში მძინავს.

გამხმარ ხურმას ჰგავს,
ეს მზეც ღრუბლების მიღმა,
მომესაკლისე, 
ვგონებ, საწყისად ისევ.

აქ ხომ ყოველთვის 
თოვლი იქცევა წვიმად,
აქ ხომ ცოდვილებს
თეთრი მანტიით
სძინავთ.

კოდალასავით ურტყა
 ნისკარტი წვიმამ ,
შავი მიწიდან,
ლურჯი იები იძრა.

დასადარდი მაქვს
-თოვლის ფრთით
აღტაცება მთების; 
-ქარი დადის, თუ 
ღამეს ათენებს ღმერთი?!

-მიწამ შთამინთქა ია 
თუ სიკვდილ
მოდრიკა ქედი?!

გინდ გამიძახე
გინდა მიახლე გვერდით!

თოვლის ბრჭყალებით 
მთები უჭირავს ზამთარს.
  მესაკლისები წარტაცებილო
უჟამობის ნაცვალ.

03.03.2022

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი
TOP.GE