მთვარის ცრემლი
მთვლემარე მთვარე სარკმლის უბეში უქმად ეგდო და წიგნიც კუთხეში. რას მეტყვი ახალს, რაიც უცოდველს არ მქონდა მარცვლად აუფუები?! რას იზამ? ნაცვლად განაპობილ გულთა წყლულში უკვლევი წვენით დამტკბარი ბაგით უხეშით- ტყუილით მმართავ ?! ეს უფლის კალთა სამეფო სერზე რომ არის სავსე, განტეხილ პურთა ნაფიჩხებითა და ძაღლნიც ძღებიან სუფრის კუთხეში. იყავი გაღმა ! მდინარემ ცხოვრების ყველა ჯებირი და ყველა მიჯნა რატომღაც წარყვნა! დრო ისე წახდა, ასწია ფარდა და ყროლი ძვალთა, განგოზილ საფლავს რომ იფარავდა, აფრინდა მაღლა, ვით მტრედი იგი ზეთის ხილის ტოტით და დამთავრდა წარღვნა. მე ახლა ჩუმად დაჩემებული, ვუყურებ სარკმელს, მთვარის ცრემლი რომ ადგას თვალთან. დაგემშვიდობე ლეთას დიდრონი შესაქმის წყალთან! განეფინება სული საუფლო, ჟამში განბნეულ ჩვენ ყველა მარცვალს! 10.05.2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)