ბიზანტია


მე მირჩევნია-
სიკვდილს ვუმზერდე
 თვალებში
და ლამის საკუთარი,
 მეპყრას ხელთ, თავისქალა .

მგლებს მიუყვებოდე კვალში
და ვიცოდე-
გაბრდღვნამდე
ასე თხუთმეტი
 თუ ოცი წუთი დარჩა.

მე მირჩევნია-
ქარი მთებს
რომ აართმევს
ნამქერის ფატას,
მაშინ იქ ვიყვე;

ვიდრე
ირწეოდეს მოსესავით
 ეგვიპტის მდინარეზე
ჩემი სიყვარული ნაზად.

მე მირჩევნია-
სიტყვებს
დაშაქრულს,
თვალების სიღრმიდან
ამოტანილი განცდა.

აი, ქრისტე რომ ამბობდა,
წყაროს თვალიაო წმინდა,
ერთ უბირ დედაკაცთან,
 მდგომი მოუბარი ჭასთან.

მე მირჩევნია-
ვიარო ვიმუხლო,
თუნდაც ვიფორთხო,
ოღონდ ვიცოდე
მიზანი რა მაქვს!

ვიდრე ვიდგე და
ვზომავდე ნაკვალევს,
ვინმეს მივდევ
თუ მომდევენ ძმები
გეშილნი მტარვლად!

თუნდაც ვიცოდე,
რომ მფარველი ანგელოზიც
გაქრა და არ მყავს.

მე მირჩევნია-
მივყვე საფიცარს,
თუნდაც არავინ
ეტრფოდეს ამ ჟამს;

ვიდრე ვდარდობდე
რჩება ნაკვალევი,
თუ ქარი,
მოტირალი, შლის
და დავიწყებისას
ახურავს ფარდას.

უფრო მაყმუებს
დაკარგვა უფლის და
გულის ტკივილებისგან
განზოგვის ნახვა!

თუ ხარ იყავი !
თუ ხარ ივარგე !
იცოდე დებისგან
ყველა ნაყოფმა
იცვალა ფერი
და წახდა.

ხელს ვერ შეავლებ,
თითს სიმპალეში
მატლივით აცურებ
და მაჯაზე იწუწება
წვენი სწრაფად.

შეჭამ ვერ ირგებ,
 ისვრი და ვერ იტევ,
დარდს საუკუნოდ
ნაოფლი წლებისას
მიყავხარ სხვაგან.

ცრემლი, კურცხალი
მლაშედ მურტალი,
გახსნილ ბაგეზე
წამს სასიკვდინეს
დაწვდა.


                   სტამბული.31.10.2021
მარიამ მონგოლის ეკლესიასთან

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი