ქარი


მთვარე ყვითელია 
ოდნავ ჩაღუნული, 
ალბათ ფოთოლივით
 უნდა ჩამოწყვეტა. 
გული მიტოვებულ
 სახლს ჰგავს
 ყანის ბოლოს, 
კარი აულურსმეს
, შუშა გადარჩება

მერე შემოდგომა 
მხრებით მოაწვება, 
ქარით შეეცდება 
ალბათ შემოლეწვას. 
მთიდან წარღვნასავით
 როცა ჩამოირბენს, 
ცხელი შოთის სუნის 
იქით წასაღებად..
მერე შურიანი 
ფარდას ეკითხება 
-„გინდა გაგიყოლებ. 
სადმე მზიანებში, 
მარად ყინულებს, 
რომ ბრწყინვა ემატებათ?!
 -გინდა ჩამოგწყვიტავ 
რკინის საკიდიდან?! 
ციხის ცხაურისას 
ფერს რომ ემგვანება.?!
 -ისე წაგიყოლობ 
ისე აგიტაცებ,
 ფრთები ჰქონიაო 
ყველას ეგონება.”
ერთიც შემოლეწა 
ფარდის ჯავრით კარი, 
მერე ფეხაკრეფით 
ჩემს კნუტს აედევნა.
ფარდა ფორთხიალებს.
 ფანჯრის რაფის მტვერზე 
თითქო დაკეცილი 
თეთრი აფრებია. 
ზღვაზე დახტის სხივი 
მზისგან ასხლეტილი
 თითქო სასმისია 
ბოლო დალეწილი. 
მერე შავეთიდან შემოჭენებულნი, 
წელზე უპირებენ
 იმ სხივს გადაწყვეტას, 
მზე - რომ ჩამოკიდეს
 სხივზე ღუზასავით, 
მაშინ გადაწყვეტენ 
ალბათ დასვენებას.

მთვარეს ჩაფრენილი 
ღამე შემეყარა, 
უცებ რომ ვისმინე 
ქარის დაძახება, 
ვიცი დასასრული 
სადმე დამეწევა!
 ქარის შემოტევა 
როცა დამეწყება. 
ყველაფერი იყო
 მაშინ კარგად
 სქელი მთვარე 
იწვა დედის კალთას
. ფარდამ მოვარდნილი
ქარი შეიფარა
 ...მაგრამ ქარი 
ბუხრის ალთან
 ტყე-ტყე გაიპარა.
 დარჩა სახლი ავად 
ღია ლაშით.
ძვრები ბუხრის ფაშვში,
 სადაც სულს უბერავ 
ცეცხლის ნაცარს. 
ქარი დადის ტყეში
 ხმებით ალის. 
ფრთები საკიდებზე 
ფარდებს დაემსგავსა
 და სახლს სულ ცარიელს 
თეთრად აეფარა.
მთვარე ყვითელია 
ოდნავ ჩაღუნული.
 თითქოს სათლი იყოს 
ჭაში ჩაკიდული,
 ქვაზე რახუნის ხმით 
წყალით ჩაგუბული. 
26.09.2019

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი