შეგიძლია წერო ლექსები
შენ შეგიძლია წერო ლექსები მე შემიძლია პასუხი გითხრა. უკვე ყველაფერს ადევს ელფერი მთვლემარე ღამის, სითბოს რომ იკრავს. მთვარის ღიობთან დარჩენილს მარტო.... გაციებულზე გული მტკიოდა და ძაღლის ნაცვლად მგლური ყმუილი აღარ მესმოდა, კატა კიოდა. კვირტში ვარდები ეჭირათ ხეებს, მიწა გარბილდა -იებსა ქარგავს და ატმის ყვავილისფერი კაბისთვის გადავივლდი, ალბათ, მე ცხრა მთას. მიცინის მთვარე, სრულიად წვრილი გამოჟონილი არარსობიდან. იმედებს მაძლევს, საპნის ბუშტივით რომ არ გასკდება გავსილი მარცვლად. წვიმები თბილი ქვეყნიდან მოსულ მერცხლებთან ერთად ეძებენ ბუდეს სახლში, რომელშიც ზღაპრების წიგნზე იძინებს ბავშვი რაფაზე უცებ, კონა იების, მიყიდე ხურდით მწვანილთან ერთად რომ აქვთ ბაზარზე... და სიყვარული, რომელიც უჭირთ, ჰგავს სააღდგომოდ დასაკლავ ბატკანს. შენ შეგიძლია წერო ლექსები. მე შემიძლია ლექსებად ავხდე. და უმიზეზოდ მოსულ გაზაფხულს საბოდიალოდ წვიმებში გავყვე. 31.03.2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)