ხმობა


წამოსულიყავ,
 წამოსულიყავ!
იქ, სადაც ხმობამ 
შეძრა ნაპირი.

 დანაპირები იყო 
სულისდგმა.
და ყოველივე იყო
 ნამდვილი.

ახლა ისარმა  შეხსნა
გული კარს 
და ყველაფრისთვის 
მე ვარ დასჯილი.

 გამუდმივდები
ვიცი წასვლისას
და მიტოვებებს 
ვიდრე დაითვლი.

 გეტყვი,

 წყლული ხარ

 შეუხორცი

და შეუმშრალები

 მასზედ მარილი.

ვიცი, გულია
 მატლი ჭიანი,

 მოსასროლი
და დასაზიანი. 

იყო ნამდვილი 
ხმობა სულისა.
- წამოსულიყავ,
 წამოსულიყავ !

და დაყოვნება
 დილის ცვარისა,
ვიდრე ინათებს 
ზეშთაკავშირი.
2019. 17.03

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი