დათრობები


ქარმა ფოთლები ხეებს შემოუწყო,
როგორც საფლავების ქვები,
მერე გაჩუმდა და იქვე ჩაიმუხლა,
იცოდა ღვინით დათრობები.
წასულებს შენდობა შეუთვალა,
აწუხებს ამქვეყნიდან გაქრობები,
მერე გადაიქცა მხდალ ნიავად,
მჭკნარი ფოთლების აოხრებით.
ლოთია, დამთვრალია მარტოობით
და იმ ქვეყნად სიყვარულის გაცილებით.
ახლა კიდე ქარის დარდი მინდა?!
დღეები იწებება მწუხარებით.
მჭკნარ ფოთლებს სიცოცხლეს ურიგებს 
და ერთობა ხეებიდან გადმოდენით.
გული გათხრილია საფლავივით,
ტალახიან მიწაში აქვს თავკიდენი.
წახვედი?! შეგუბდები გახსნილ გულთან
და სუფთა წყლებად გაწვიმდები.
წეროების ფეხებივით აკეცილან
მზის სხივების ბოლო ნარჩენები.
ვიცი, ზამთარია უშენობის 
და გულიდან მკვდარივით გაცილების!!!
 07.11.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი