ჭინკები


ქალაქში ჩამოიქცა ღამე. 
მთვარეა გაჭიმული სიმად, 
ვერაფერს ვერ დავარქმევ სახელს, ტყუილებს ისახავენ მიზნად.

ფარვანა სანთლის შუქზე მიბმით,
განლევს ამ წუთიერ ყოფას.
 ვიღაცას ურჩევნია ღამე, 
ვიღაცას, რომ  ღამეში ჩადნეს.

ზოგმა იმიზეზა ბევრი, 
მერე გადაშენდა მალე.
 სჯობია, დამელოდო სადმე, 
სჯობია, მონატრების ითქვას .

 სანთლის შუქმა - ზიგზაგებად გასვლით, 
ჭინკები ხის ტოტებზე დასხა.
ჭრიჭინებით მოქსოვილა ბადე აგვისტოს ცხელი ღამის გაბმის.

 მთვარე, ალესილი დანა, 
ყელზე მიბჯენილა თითქოს!
სიყვარულის უნარს როცა ვკარგავთ, სამყარო ვარსკვლავების ცრემლებს ითხოვს

29.08.2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი