პარაკლიტონი
ხევში იჭრება ღამე ბაცაცად, ცალყბად მნათობობს მთვარე ღრუბლებში. გუგულის ბარტყად მოსჩანს მნათობი, ამ სიბნელისთვის მჯდარი ბუდეში. დრო იყო რაღაც ბევრად ურგები, ვიდრე ლოდინში მწიფე ყურძენით ყორე მორთული ჩემს ძველ სოფელში, და მათი წვენით სავსე ჭურები. გადამთიელდა ბუდე ბავშვობის, იქ დაბრუნების გაქრა ნუგეში. ვეძიე გზები სწორი ლარივით, მაგრამ შემომხვდა მათზე სულეთი . დაამწყალობე ჩემი მწირობა, არ ვიცი, როდის გავხდი სულერთი. მთებში მნათობი თევზივით ჩასხლტა, თითქო ეძიებს სითბოს უბეში. დარიალს უდგას მცველად სამება, პარაკლიტონზე მტვერით ურგები. მზის გულში ნაკრავ ხმალს გავს, მყინვარი, ღრუბლის ზვინებში მალეს სრულებით. ხევში იჭრება ღამე ბაცაცად, გუდით უკუნი მოაქვს ულევი. გერგეთი გვირგვინს იდგამს სამების, თითქო შესაქმე იქმნა სრულებით. 2021.10.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)