წყლული


გული წყლულია ურგები,
ვერსით გაურბის კვეთებას.
ემძიმა ყოფა მზიანეთს ,
მთვარეს გამოხრულს ეძებდა.

ქსელად გაბმულა ღამეში
აბლაბუდები ვარსკვლავის,
ჩამოსაფერთხი ზეგანით .
მთვარეს უფერო სახე აქვს
ნაყვავილარი მთვლემარი.

აბდა -უბდაა ტრფობის გზა ....
ჭაობმხვიარა ლერწამის
ვიტყვი გადახრას ქართაგან
და გადატეხვას შევხარი.

სტვირი იმღერებს ტკივილებს
ვერ გახედნილი მერანის .
ხანაც ცრემლოის ურგებად
ხანაც შეყრისას შეჰხარის .

ობლობას ამბობს გულისას,
მთვარე ფუჭდება მემბრანში.
ღამეა მრუმე ყურყუმი
უფლის დანერწყვით შენაქმნი.

ბრმად შობილთ
თვალის ჩინს ჰმატებს,.
ჩინმქონეთ თურმე ებრმავის .
ჩაუყვინთავად დაგძირავს
ვერ გაექცევი ვერსაით.

სტვირით სატირლად ტრფობილო
გული ვერ ფეთქავს ვერაფრით.


06.06.2023
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author#Georgianpoet

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი