ადონაი
ადონაი, ამონაძირკვი სულის ჩემის ატარებს საბედისწერო კვალს ვერ შევსების. სამყარო მრავალთა ფერით ეცდება აღავსოს, მაგრამ ვერ რით. სული დამსდევს ქვედაწევით, ცათა ფრინველთა მოტეხილი ფრთა ვით და ჟამი, დაძირული ახალი მთვარის ნავით, წავიდა გზებით ღამის. ამოძირკულა სული,ვინ უწყის, რომელ ედემ-ბაღშია გადარგული, მაგრამ მისგან გარიყული ვპოვე უდაბურება სრული. უკანმოუხედავად წავიდა იგი და სადღაც, შიგნით, ნაპირებმა ვერ შეკრეს პირი და დარჩნენ დახეთქილნი. მზესაც მოაკლდა სხივი ვარსკლავებიც ემცირათ ცათა, სამყარომ კი ფერთა სიღარიბე ნახა, როს ამ ნახეთქის ავსება სცადა. ყოველივე იქცა მიწად- შავად და მხოლოდ იგი დაშთა, სიცოცხლის ხარების ნაშთად. ამოძირკულა სული, რომ განმზადოს სამარე- შავი და ცივი, თვით სამყაროზე ასჯერ დიდი. ადონაი, ახალი მთვარის ნავით დაძირულია ჩემი ბედკრული ჟამი. ჰოი, ადონაი! საით წავიდა სული, საით?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)