ამინ
ქარი ზმუოდა , ება კარზე, როგორც მაკე ძროხა, ბოჩოლასავით მოიგო დარდი . რაღაც მჭირდა, ლივლივებდა ღამე, მკვდარი ჩაძირული წყალში. არ მაქვს მოსმენის თავი, ახლა - რაღაცას უბნობენ ბაგენი, შენნი მხოლოდ თვალების არიდებას ვცდილობ, ცხრა მთის მიღმა ცხრაკლიტურში ვჯდები. დარდი ბოჩოლასავით მიდენილა მთვარის ცურთან, ერთობა ჭამით . ღამეა,ჩემი ყოფა დაძირულა ტბორს, თითქოს ედებოდეს შლამი. ქარმა ჯებირები შეხსნა -ტყეში ჩამოიკიდა თავი. ყველაფერი განწირულია, რჩება მხოლოდ შუაღამიანზე დამოწმებული-- ამინ! 20.10. 2020.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)