სიყვარულ რასა ქვია ?!


მე არ ვიცი
ალბათ სიყვარული,
მხოლოდ ომი და
მხოლოდ თარეში.

ვარდნილი წყალივით 
წამლეკი ცხოვრებაა,
ყვავილობს ლოდის პირიდან
ყაყაჩო თავხედი.

ჩემია ეს ქვეყანა!
აქამდე მოიტანა
სისხლმა და დაღვრილმა
ცრემლებმა გამჩენის!

ვიალო ყაყაჩოთა
თრთოლვა შეპარულმა
ყინულს აწყვეტილი 
ქარების დაბერვით.

მზე კი ათინათობს
ფანჯრიდან მოდენილი,
ყვავილებს ეზიდება
ლოდის პირ დაფჩენით.

ჩემია ეს ქვეყანა.
მიწაზე მონიშნული
წინაპრის ძვალებითა და
ლოცვის ხმის გაწვდენით.

სიყვარულ რასა ქვია ?!
იზახეს და შენა გძინავს
 შავ დალალებში,
თეთრ მკლავზე გაფენილს.

ომია ქვეყნისათვის-
სიყვარულ შეუნდობარ
ცხოვრებით მთრვალი
ყოფნა
და უფლის ხმობა 
მრისხანე ზარებით!

სიყვარულ რასა ქვია?
ნეტაი მაცოდინა-
ნაყოფი ლეღვის ხისა 
მაცხოვრის ნაწყევლი.
         01.07.2022.
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი