იალქანი


ამოწურული ვარ, 
როგორც იალქანი
ზღვაზე გაუსვლელი 
გემზე გაჭიმული ანძის, 
როგორც მთვარე
ღამე რომ გაფატრა 
ბასრი ,
ორლესული ხმალი, 
დილას 
ლოკოკინად მდნარი.
გავხდი დანაკარგი 
მეძებარი ძაღლის
საჭმელს რომ დამალავს, 
სიმძღრისგან ავი. 
ხელზე შებმული
 და მოუხსნელი შავი 
გიშრის თვალი
იქით დასაცავი, 
იქით გასატანი
 ძაან აუხსნელი,
 ტყეში გაუვალში 
დაკარგულის კვალი, 
უმიზნობით
 ყველგან მყოფი, 
მაგრამ დაშლილ 
მძივთა მსგავსი.

ო ეს ჩრდილებისგან 
ჩამოქნილი ჟამი.
 წკიპზე შეკიდული არის
 სამყაროთა არსი! 
ერთი მთვრალი სიტყვა, 
აცდენილი ჯამით!
 რაზე მიმოდიან, 
რად აქვთ ფორიაქი?! 
ტყეთა ფოთლის შრიალს
 მეტი მიაქვს არსი.

ქალაქს მოაკითხა ვირით 
თეთრით თოვლმა. 
ახლა საცობებში 
ტალახების გახდა გროვა.
თოვლმა უპეებზე
 ცრემლი დამიტოვა.
 სადღაც კოსმოსიდან
 ფიფქს რომ ჩამოჰქონდა.

გულზე ჩამომდნარი 
სული შემეტყობა,
 როგორც ჭუპრში ფრთები, 
მატლს რომ გამოჰქონდა.

 თეთრი იალქანი,
ფეხმძიმობა ქარით,
თოვლმა ფერწასულმა
 უცებ მოიგონა.
             2019.01.
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი