გული


ეს გული ჩემი,
 დამხრჩვალი თევზი,
ცრემლის ზვირთებში 
ტივტივებს დაღმა.

რა ვიცი, ამდენ 
უკეთურ ტანჯვებს 
უცრემლო ფიქრი
დაესვა დამღად-
წაილეკება მთელი სამყარო,
ცრემლიან ზღვათა
ფაშვით ნაყლაპი!

-მიწიდან ქმნილი
 მიწას გალოშნის
 გაუმაძღარი ჯიში ადამის.
მიმიღე, ღმერთო, 
ბითესდას წყლებთან
მე უპატრონოდ
 ტკივილთ ნაკაწრი!

ამღვრეულ წყლებთან
ტკივილით მღვრიემ
გამომირიყე ვინმე საპყარი-
ატატებული გულში ნაკრავი
იმ წყლებისაკენ 
ჰქონდეს სავალი.

ქარი ტალღებზე 
იფატრავს მუცელს,
ღმუის უფსკრული
ცრემლოის ულევს
და გულის ღუზას 
ცხოვრებას ურგებს.
მკვდარად დაძირული
 რომ გამიყუჩდეს.

გავა ჟამი და მიწის სადარი,
შემოვა ფიქრად მიუსაფარი 
სიმართლე, მდგარი
 ვით ელვის კავი

-წლითი -წლად მყოფი 
ამღვრევა წყალთა
ანგელოზებრი,
კურნების ნაცლად,
მე ამ უგულო
ყოფაში მახლდა!

2022.
23.09
#დოროთეა.#პოეზია-.#Dorotea.#author

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი